|
2018-02-19 17:00:11, 1604 ნახვა
საზოგადოება
ოკუპაციის პროტესტის ახალი გზა - თბილისში „ანტიოკუპაციური ტაქსი“ იმოძრავებს
რამდენიმე დღეში თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი იმოძრავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Deoccupation.ge ავრცელებს იდეის ავტორი მოძრაობა "ძალა ერთობაშია". "საქართველოს სახელმწიფო დროშისა და რუსული ოკუპაციის მთავარი ატრიბუტის - მავთულხლართების კომბინაციით გაფორმებული ტაქსის მთავარი დანიშნულება საინფორმაციო-შემეცნებითი და საქველმოქმედო იქნება. ტაქსი დადგენილი სატარიფო ნიხრის გარეშე იმოძრავებს და ნებისმიერ მგზავრს ექნება საშუალება, მგზავრობის საფასური საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვროს. გადახდილი თანხა ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ სამოქალაქო-საპატრულო ჯგუფის მისიის შეუფერხებლად შესრულებას, ასევე შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, საოკუპაციო ზოლში მდებარე სკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება. ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები, მძღოლები კი „ძალა ერთობაშია“ წევრები იქნებიან, რომლებიც მგზავრების სურვილის შემთხვევაში, მათთან რუსულ საფრთხეებზე და ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრებენ. კვირაში ერთხელ ტაქსის მგზავრებს საზოგადოების ცნობილი სახეები: მსახიობები, სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მოემსახურებიან. დაგეგმილია პირდაპირი ეთერები „ფეისბუქზე“, სადაც შეიქმნება სპეციალური გვერდი „ანტისაოკუპაციო ტაქსი“, - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)