|
2018-02-19 16:35:27, 1382 ნახვა
საზოგადოება
ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე 2017 წლამდე შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების შემაჯამებელ სხდომაზე 2017 წლამდე გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ჩამონათვალი მოისმინეს და შეაჯამეს. მოქმედი თავმჯდომარის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, აღნიშნული რეკომენდაციები სხვადასხვა დროს იქნა გაჟღერებული და წერილობითაც იქნა მიწოდებული შესაბამისი უწყებებისთვის. რეკომენდაციების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: ➢განხორციელდეს არსებული სალიცენზიო პირობების მკაცრი მონიტორინგი, ხოლო რიგ შემთხვევებში, ზოგიერთ დარგებში ლიცენზირების ახალი პირობების მიღება; ➢ექიმთა სერთიფიცირების /რესერთიფიცირების პროცესის გამკაცრება; პროცესში დარგობრივი ასოციაციების როლის გაძლიერება; ➢საკანონმდებლო დონეზე მოხდეს სამედიცინო შეცდომის გამიჯვნა ექიმის გულგრილობასა და უყურადღებობისგან; ➢უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემამ მიიღოს სავალდებულო ხასიათი; ➢მოხდეს სამედიცინო დახმარების პროტოკოლების მუდმივი განახლება და დაიწყოს მათი პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებების გატარება; ➢მოხდეს ექიმთა სპეციალობებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პროცესის დასრულება; რეკომენდაციები პოლიპრაგმაზიის აღმოფხვრასა და ფარმაცევტულ სფეროზე ➢ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით და სამედიცინო დოკუმენტაციაში, კერძოდ ფორმა N IV-100-ში მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებები შეიტანონ და არა ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები; ➢გადაიხედოს ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმი. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები; ➢უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი; ➢ყველა ფარმაცევტულმა კომპანიამ იხელმძღვანელოს და დაიცვას ფარმაცევტულ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკის ნორმები; ➢მედიკამენტების რაციონალური გამოყენების მიზნით, მოხდეს შესაბამის სასწავლო ტრეინინგების ჩატარების ხელშეწყობა. სხდომაზე ასევე ისაუბრეს დარგობრივი ასოციაციების როლის მნიშვნელობაზე სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)