2018-02-19 00:29:46, 1975 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია
აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. როგორც გაირკვა, ცეცხლი ყოფილი მიხაელოვის სახელობის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული შენობის სახურავზე გაჩნდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
ავტორი: ,