|
2018-02-14 11:02:17, 1507 ნახვა
საზოგადოება
თბილისი საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ უკვე მეორედ მასპინძლობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნა, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეორედ მასპინძლობს. „ენერგეტიკის თემაზე კონფერენციები ძირითადად იმართებოდა სახელმწიფოს ან ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დღეს კი ჩვენ ვიმყოფებით მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც კერძო კომპანიების მიერ არის ორგანიზებული. დღეს სახელმწიფო სტუმრის სტატუსით არის მოწვეული. კერძო სექტორის მხრიდან ჰიდროენერგეტიკის მიმართ მსგავი ინტერესი და თავად ფაქტი, რომ თბილისი უკვე მეორედ შეირჩა აღნიშნული კონგრესის მასპინძლად, ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებიც გავატარეთ და მომავალში ვგეგმავთ, ეფექტურია და ზუსტად პასუხობს დარგის გამოწვევებს. ჰიდროენერგეტიკული რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რესურსების განვითარება და გამოყენება პრიორიტეტულია. ადგილობრივი რესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველს“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისთვის. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საუბრობენ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე. კონგრესზე სიტყვით გამოდიან თურქული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ყაზახური, ტაჯიკური, ყირგიზული და ქართული როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესის ფარგლებში თბილისს 100-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს. კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის“ ორგანიზებით იმართება. კონგრესი ორდღიანია და ის 15 თებერვალს დასრულდება. (NS)
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)