|
2026-05-09 12:30:33, 2526 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოებამ, - ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ იმოქმედა მაღალი პასუხისმგებლობით. „მთლიანობაში, დაახლოებით, 30 მოძალადე იყო დაკავებული ძალადობრივი მიტინგის მონაწილეებს ვგულისხმობ, მოძალადეებს და ამ დროის განმავლობაში, ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ იყო მართალია ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი ორიოდე კვირის წინ, უფრო ღრმად ჩავიხედეთ ყველაფერში და, საბოლოო ჯამში, მოხერხდა ბრალის გამოკვეთა. ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ იმ აქტით, რომელიც იხილა საზოგადოებამ,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)