12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 10:56:12, 1592 ნახვა

საზოგადოება
კალაძის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის 2 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის მერის განმარტებით, პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევა - კერძოდ კი, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებებია. 

„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა. ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურების ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას მხოლოდ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები სჭირდება, ვინც ქალაქსა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება. 

დედაქალაქის მერმა აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცე-მერს აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. 

„ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ ქალაქს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც თბილისში მცხოვრები ადამიანების მსახური იქნება. მესმის, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაც გაუჭირდეს, პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, დავეხმარებით, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და არა ეს ქმედებები, რაც ამ ორ ადამიანთან მიმართებაში გამოიკვეთა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics