12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 14:40:39, 1540 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში - „თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება, თუ კრიზისი?“ მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობა არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რადგან ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ერთობლივად, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

„მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქისთვის, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებითა და ჩართულობით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რადგან გვინდა, მშენებლობის პროცესში მხოლოდ მერისა და მერიის სამსახურები არ იყვნენ ჩართული. როდესაც ჩვენი უფლებამოსილება დასრულდება, ვიტყვით, რომ არა მერმა და მერიამ განახორციელა ეს პროექტები, არამედ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვის პროცესში ჩართვა შესთავაზა. მისი თქმით, დოკუმენტის მიღების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე თბილისის ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს. საუბარი ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეეხო.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ კონფერენციაზე ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics