12:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 12:40:34, 1522 ნახვა

საზოგადოება
კომისია 400-მდე დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“  შესყიდვის თაობაზე, 400-მდე ოჯახის განაცხადსა და ვაზიანში, 40  ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხებს განიხილავს.  

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო  სახლს შეისყიდის. 

ვაზიანში, ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 448  დევნილმა ოჯახმა შეავსო.  აღნიშნული ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.  მონიტორინგის პერიოდში, დევნილი ოჯახების ნაწილმა გადაწყვეტილება შეცვალა და არჩევანი სახლის შესყიდვაზე გააკეთა. კომისია აღნიშნული დევნილი ოჯახების საკითხსაც განიხილავს.   

კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან.  კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics