08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 10:48:58, 1709 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს წელს 100 ახალი ავტობუსი შეემატება

დედაქალაქის მუნიციპალურ ავტოპარკს, წელს, 100 ახალი ავტობუსი შეემატება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ წელსვე შემოიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. მე მგონია, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ ყველანაირი პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსების რესურსი ამოწურულია და ავტოპარკი  განახლებას საჭიროებს. მათი ჩანაცვლების მიზნით, 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics