|
2026-05-08 20:18:00, 302 ნახვა
სამხედრო
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
The Guardian-ის ცნობით, კრემლი უკიდურესად შიშობს, რომ დრონებით თავდასხმა 9 მაისის აღლუმს ჩაშლის და ტრიუმფის ნაცვლად, პუტინი დამცირდება და შერცხვება. ათწლეულების განმავლობაში პირველად, მოსკოვმა გადაწყვიტა მკვეთრად შეემცირებინა აღლუმზე სამხედრო მანქანების რაოდენობა სწორედ უკრაინული დრონების შიშის გამო. გაზეთი წერს, რომ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ „მადიარ“ ბროვდი კრემლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. ბრიტანული გაზეთი ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, ის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მოწინააღმდეგედ ითვლება. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა დრონები თავს დაესხნენ ნავთობის ობიექტებს, პორტებსა და სამხედრო აეროდრომებს რუსეთის სიღრმეში, მათ შორის ფრონტიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით. რობერტ ბროვდი, ცნობილი ზედმეტსახელით „მადიარი“, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ფიგურაა. იგი ხელმძღვანელობს უპილოტო სისტემების ძალებს (SBS) — უკრაინის არმიის ახალ, დამოუკიდებელ შტოს. ბროვდი კურირებს შორ მანძილზე მოქმედი დრონების კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკული და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას ფრონტის ხაზიდან 1500-2000 კმ-ის სიღრმეში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)