|
2018-02-08 10:41:54, 1620 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახურის (PTB) პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მოლდოველებს ცოფის კვლევის ახლებური მეთოდის დანერგვაში უწევს დახმარებას. ახალი მეთოდი საშუალებას იძლევა ცოფის კვლევა ჩატარდეს მოლეკულურ (დნმ-რნმ-ის) დონეზე, რაც მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ვირუსის შესწავლის, ანალიზის, პრევენციისა და კონტროლის მძლავრი მექანიზმის შექმნაში. „აქაური ლაბორატორიის აღჭურვილობა და სპეციალისტების კვალიფიკაცია ახალ მეთოდიკებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენს ლაბორატორიაში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვეთ დახმარება, ჩვენს კოლეგებს გაეზიარებინათ გამოცდილება, იმისათვის, რომ მოლდოვაშიც მსგავსი სახის და მეთოდიკის დანერგვა შევძლოთ. ვფიქრობ, ამ სწავლებების შემდეგ, ეს უკვე შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა აქსანა გროზამ , მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის ვირუსოლოგმა. ინტენსიური სწავლებების შედეგად მოლდოვას ცენტრალური სადიაგნოსტიკო ცენტრის თანამშრომლებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მიეწოდებათ. სწავლების მეთოდი მოიცავს სრულ ციკლს - ნიმუშის მიღებიდან პასუხის გაცემამდე - პროცედურებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)