08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 10:34:53, 1730 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში მცირე ინციდენტი მოხდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველ კორპუსში, სადაც 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება უნდა დაიწყოს, მცირე ინციდენტი მოხდა.

„აუდიტორია 115“ ღონისძიებაზე დასწრებას ითხოვდა, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს, ვინაიდან ძირითადად ღონისძიებას მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

"გვიშუამდგომლე, რომ შეგვიშვან", - მიაძახეს მათ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს.

სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის საიტზე მითითებული იყო იმ ღონისძიებათა სია, რომელიც  გახსნილია და ნებისმიერ მსურველველს შეუძლია  დასწრება.

 "ბევრი სტუდენტი ჩამოვიდა სპეციალურად რეგიონიდან, რომ დასწრებოდა დღევანდელ ღონისძიებას და სწორედ გაურკვეველი მიზეზით არ გვიშვებენ უნივერსიტეტში. გვეუბნებიან, რომ თითქოს სტუდენტები შეირჩა აკადემიური მოსწრების მიხედვით, თუ ასეა კი ბატონო, მაშინ ვითხოვთ მარტივ რაღაცას, შეგვიმოწმონ ჩვენც აკადემიური მოსწრება და თუ ვერ ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, არ შეგვიშვან",-განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.

სტუდენტებს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ დარბაზში შესვლა მოსაწვევით ხდება. "დარბაზი 700 კაცზე მეტს ვერ დაიტევს და ყველას ვერ მიეცემა შემოსვლის საშუალება",-განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ღონისძიება ცოტა ხანში დაიწყება. მას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics