|
2018-02-07 17:37:20, 1936 ნახვა
საზოგადოება
„აღმოჩნდა, რომ სხვა წლის სახელმძვანელო უნდა შემეძინა“ - მშობელს სკოლა „ინტელექტთან“ პრეტენზია აღარ აქვს
სკოლა "ინტელექტის" ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი რუსტემ სულეიმანოვი, რამოდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ სკოლაში მესამე კლასის მოსწავლეებს რუსული წიგნებით ასწავლიან, რომელშიც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია. აღნიშნული ინფორმაცია მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა. სულეიმანოვის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას ესაუბრა, არანაირი პრეტენზია არ აქვს და ინციდენტი აღმოფხვრილია. სკოლაში ეს სახელმძღვამელო არ არსებობს. მისი თქმით, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რადგან სახელმძღვანელო იმ წლის არ შეიძინა, რომელიც რეკომენდირებული იყო. "ყველაფერი ნორმალურადაა, ჩვენ შორის შეთანხმება მოხდა, კონფლიქტი აღმოფხვრილია და აღმოჩნდა, რომ სხვა წლის სახელმძვანელო უნდა შემეძინა. წიგნი 2014 წლამდე უნდა ყოფილიყო გამოცემული. ყველაფერი მოგვარებულია, მე ვესაუბრე სკოლის დირექტორს და სკოლის მასწავლებლებს", - განაცხადა რუსტემ სულეიმანოვმა "ექსპრესნიუსთან" სატელეფონო საუბარში. დირექტორის თანაშემწის ნიკოლოზ ჩხარტიშვილის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო მშობლებმა თავიანთი სურვილით შეიძინეს. სკოლას მშობლებლებისთვის წიგნის შეძენის რეკომენდაცია არ მიუცია და პასუხისმგებელიც არაა. "ჩვენ სკოლაში გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ვასწავლით. რაც შეეხება დამატებით სახელმძღვანელოებს, სპეციალური კომისია მას სასწავლო წლის დასაწყისში ამოწმებს. სულეიმანოვი არც მშობელთა კრებას არ დასწრებია და არც მისმა ნაყიდმა წიგნმა გაიარა კომისიის შემოწმება. შესაბამისად, ჩვენ ამ სახელმმძღვანელოზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", – განაცხადა ჩხარტიშვილმა. "სამინისტრო მხოლოდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებზეა პასუხისმგებელი. დანარჩენს სკოლა წყვეტს და სწორედ სკოლის ადმინისტრაციას ეკისრება პასუხისმგებლობა", - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. კერძო რუსულენოვანი სკოლა “ინტელექტი” 2006 წელს დაარსდა. სკოლაში 13 ქვეყნის 17 ეროვნების მოქალაქე, დაახლოებით 370 მოსწავლე სწავლობს. გაკვეთილი სკოლა "ინტელექტის" მეოთხე კლასში ქართული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)