08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 15:16:48, 1678 ნახვა

საზოგადოება
სუნელების და სანელებლების რეალიზაცია ახალი წესებით მოხდება

სუნელების და სანელებლების რეალიზაცია ახალი წესებით მოხდება, - ამის სესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და  ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება. რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. 

სანელებლებისა და სუნელების რეალიზაციის ახალი წესების მიხედვით:

  • იკრძალება  ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია;
  • ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა  მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა;
  • ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით,  სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%)  გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში (88%), იმ ფიზიკური პირების, ასევე კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, ადგილი ჰქონდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტებს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად  მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს", - ნათქვამია ინფომრაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics