|
2018-02-07 14:33:53, 1642 ნახვა
საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობას შეიძლება დაერქვას სტაბილურად მძიმე, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა. როგორც ქარცივაძემ აღნიშნა, ექიმები მის მდგომარეობას აკონტროლებენ. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია პაციენტი გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობით. ჰქონდა ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში და ახლა მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც ფაქტობრივად დასასრულისკენ მიდის. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)