08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 20:10:53, 1585 ნახვა

საზოგადოება
მარგველაშვილი: როცა საუბარია თავდაცვისუნარიანობაზე უნდა დავთმოთ პოლიტიკური განსხვავებები და გავერთიანდეთ

„როცა საუბარია თავდაცვისუნარიანობაზე ერთიანნი უნდა ვიყოთ. უნდა დავთმოთ პოლიტიკური განსხვავებები და გავერთიანდეთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში მედეგობის მიღწევის მექანიზმებზე ისაუბრა და ამ პროცესში პოლიტიკური, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ეროვნული მედეგობის მიზანი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, სამხედრო ხელმძღვანელობის და საზოგადოების გაერთიანებაა.

პრეზიდენტმა  აღნიშნა, რომ როცა ვსაუბრობთ ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ მედეგობაზე, ამ მომენტში ვიძენთ უნარს გვერდზე გადავდოთ განსხვავებები პოლიტიკურ შეხედულებები და გავერთიანდეთ ქვეყნის დაცვისათვის, ავამუშაოთ ის მექანიზმები, რომელებიც მისცემს შესაძლებლობას საზოგადოებას ჩაერთოს ქვეყნის თავდაცვის პროცესში.

"მოქალაქეთა ინფორმირებულობა ძლიერი იარაღია - მნიშვნელოვანია ავაგოთ ეფექტური კომუნიკაციური ჯაჭვი მოქალაქეებს, პოლიტიკურ, სამხედრო ხელმძღვანელობას შორის. დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე ბირთვული სახელმწიფოა, ეს ჩვენი სიძლიერის ნაწილია, დავრჩეთ დამოუკიდებელ ერად. უნდა ამოვიდეთ მთავარი პოსტულატიდან - ომს არ იგებენ მხოლოდ არმიები - ომს იგებს არმია და საზოგადოება ერთად.
ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ უნდა განვამტკიცოთ არმიისა და საზოგადოების ერთიანობა - როგორ გავიაზროთ ჩვენი როლი და ავამაღლოთ ჩვენი მედეგობა შესაძლო გართულებებთან მიმართებაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა ერთიან ეროვნულ მიდგომაზე და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გახსნან შესაძლებლობა, რომ საზოგადოება სხვადასხვა ფორმით ჩადგეს ქვეყნის სამსახურში.

"მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდეს, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ერთიანობას, ამ შემთხვევაში, წითელი ხაზები არავინ გადალახოს.

პოლიტიკური ჭიდილი დემოკრატიის ტოლფასია, ყველამ უნდა შეინარჩუნოს პოლიტიკური მრწამსი მაგრამ, როცა საუბარია თავდაცვისუნარიანობაზე ერთიანნი უნდა ვიყოთ. უნდა დავთმოთ პოლიტიკური განსხვავებები და გავერთიანდეთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტრატეგიული დისკუსია  "ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა გორის სასწავლო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics