|
2018-02-06 18:11:15, 1610 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად, ისევ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება
საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება მთავრობის ნაცვლად, ისევ პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა განაცხადა. როგორც ნუკრი გელაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, მობილიზაციის გამოცხადებისთვის პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო. "საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ცხადდება მობილიზაცია, ასეთ შემთხვევაში მოქმედი რედაქციით პარლამენტის თანხმობა იყო საჭირო. ჩვენს მიერ შეთავაზებული პროექტით პარლამენტის თანხმობა ამ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო. სუბიექტი ვინც გამოაცხადებდა, მობილიზაციას და სამობილიზაციო გაწვევას იყო მთავრობა, უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლის მოსაზრებით ეს ფუნქცია კვლავ უნდა დარჩენოდა პრეზიდენტს ისევე როგორც საომარი მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადება ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთითაც აქვც პრეზიდენტს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, აღნიშნულ კანონპროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)