08:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 12:42:24, 1790 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - მეტრო „ვარკეთილში“ დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, მერია დაფარავს

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულად ანაზღაურდა.

მათივე ცნობით, დამატებით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ხარჯებს დედაქალაქის მერია დაფარავს.

„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ 30 იანვარს მომხდარი შემთხვევის შედეგად, დაშავებულების მკურანლობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა. დაზარალებულების ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ნაწილს კი სამედიცინო მომსახურება ამბულატორიულად გაეწია. მათი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა. ამჟამად ყველა პაციენტი კლინიკებიდან გაწერილია.

დაშავებულთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ თბილისის მერია დაფარავს.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული პირები, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში  პირადად მოინახულა. მინისტრმა იმთავითვე განაცხადა,  რომ მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სრულად დაფინანსდებოდა. პირველივე დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან.

პაციენტთა იდენტიფიცირება და მათი ჯანმრთლებობის მდგომარეობისა თუ  გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics