|
2018-02-05 19:48:44, 1824 ნახვა
საზოგადოება
„ვარკეთილში“ დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მერია დაფარავს
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მერია დაფარავს. ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსოპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი: „30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად, 14 ადამიანი დაზარალდა, რომელთაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი პირველადი მკურნალობის ხარჯები სრულად ანაზღაურდა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასევე, თბილისის მერიის მიერ. როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს“,-განმარტავენ მერიის სატრანსპორტო კომპანიაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)