07:40 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 16:24:30, 1657 ნახვა

საზოგადოება
მედიაკოალიცია პარლამენტს და საზმაუს მიმართავს, გიორგი იაკობაშვილის უხამს განცხადებაზე რეაგირება მოახდინონ

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს, საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის საჯარო განცხადებაზე რეაგირება მოახდინონ და პოზიცია ღიად დააფიქსირონ.

 „გიორგი იაკობაშვილი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე, ადგენს მაუწყებლის პრიორიტეტებს, განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას და აკონტოლებს მენეჯმენტს. ამ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ის 2017 წელს 84 ხმით აირჩია, რაც დეპუტატებსაც შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს. საბჭოს წევრის ხელფასი არჩევის დღიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

გიორგი იაკობაშვილი სისტემატიურად აკეთებს არაეთიკურ, შეურაცხმყოფელ, უხამს განცხადებებს. ბოლო ასეთი განცხადება მან 3 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც მან უხამსად მოიხსენია თვითრეგულირების დამოუკიდებელი ორგანო, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მისი წევრი რეგიონული ჟურნალისტები, ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც დღეს 318 ჟურნალისტს აერთიანებს და  ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვირდებას. სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადება აზიანებს არამხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს, არამედ უპატივცემულობას იჩენს პროფესიული სტანდარტების მიმართ.

დაუშვებელია, პარლამეტმა და სამეურვეო საბჭომ რეაგირების გარეშე დატოვოს გიორგი იაკობაშვილის განცხადებები, ვინაიდან ის, როგორც მეურვე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი ღირებულებების და იმიჯის მატარებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი იაკობაშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უხამსად მოიხსენია.

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" არის ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (ასო) რომელსაც ყავს 311 წევრი-ხელმომწერი. არანაირი წონა და ავტორიტეტი სერიოზულ, ნორმალურ ჟურნალისტებს შორის არ გააჩნია. ამ 311 ხელმომწერიდან უმრავლესობა არის რეგიონიდან და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დონორებთან ურთიერთობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ე.წ. ქარტიაზე ხელმოწერის გარეშე.

ანუ, თუ ზვიად ქორიძეს და სხვა ზვიადქორიძეებს ხელს არ აუწევენ და თავს არ დაუქნევენ, "კაი ჩიტს დაიჭერენ".

ასე რომ, შეეშვით მაგ ასო-ზე სტატუსების წერას და ქოთქოთს. ეგენი ისეთივე ჟურნალისტები არიან, როგორც ბუღაძე-ტურაშვილი - მწერლები და ქეთათო-სტეფანე - მომღერლები. დაიკიდეთ და გულზე მოგეშვებათ. და, საერთოდ, ბოლომდე დაიკიდეთ ეს მესამე სექტორად წოდებული მეხუთე კოლონა.

თქვენი ქოთქოთი მათ სივებში იწერება, აქტივობაში ეთვლებათ, რის გარეშეც ევროპაში დაფუძნებული და რუსეთიდან დაფინანსებული ფონდებიდან მსუყე გრანტებს კი არა, სამში თამამს მიიღებენ. ეს არის და ეს“, - დაწერა გიორგი იაკობაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics