|
2018-02-01 08:35:35, 2004 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა ნაწილი კვლავ სამედიცინო დაწესებულებებში რჩება
ვარკეთილის მეტროში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულების ნაწილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, მოქალაქეები კლინიკებიდან უახლოესი დღეების განმავლობაში გაეწერებიან. „ორი პაციენტი დღეს გაიწერა. კიევ ორი პაციენტი იმყოფება ტვინის შერყევით და მათ უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობა. ერთს აქვს მუცლის დახურული ტრავმა, რომელსაც უტარდება დაკვირვება“, - განაცხადაა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ქირურგმა გაგა ჭეიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)