|
2018-01-31 22:20:03, 2031 ნახვა
საზოგადოება
ექიმი - მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპისთვის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი დაჭრილი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს ექიმმა თეა თავართქილაძემ განუცხადა, პაციენტებს გულ-მკერდის ზედაპირზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. „პაციენტები მოვიდნენ თვითდინებით. ორივეს აღენიშნება გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხენა ნახევარზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. შესაბამისი კვლევებით დასტურდება, რომ ჭრილობა არის შემავალი. პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება ამ ეტაპისთვის“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ. შეგახსენებთ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ისინი 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ახალგაზრდების დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)