06:35 - 09 May, 2026
|
2018-01-31 18:08:21, 1952 ნახვა
საზოგადოება
ერთ-ერთი ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ 5 აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს. მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ბავშვების შეუძლოდ ყოფნის მიზეზი - ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია. საკვების სინჯები ლაბორატორიულ შემოწმებაზე უკვე გადაგზავნილია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)