|
2018-01-31 15:27:07, 3466 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები პროექტების შესწავლის შემდეგ გაგრძელდება. „რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დროებით შეჩერებულია ყველა, იმიტომ რომ ყველა პროექტს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. გუშინვე იქნა დავალება გაცემული, რადგან კონკრეტული პროექტები, რომელიც არის წარმოდგენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, უნდა იქნას შესწავლილი და მოხდეს ექსპერტიზა, რომ ყველანაირი საფრთხე იქნას თავიდან აცილებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)