06:34 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 13:32:16, 1718 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოში დაბრუნებულ  მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგი სარეინტეგრაციო დახმარების სერვისები უნდა შესთავაზონ:

• სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება;

• საშემოსავლო პროექტების დაფინანსება;

• პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;

• საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

საგრანტო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც მოქალაქეებს არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ რეინტეგრაციას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 თებერვალი, 18:00 საათი.

მისამართი: თამარაშვილის ქ. N 15ა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

ბმულზე იხილეთ დანართის სახით მოცემული დოკუმენტები - http://gov.ge/s/22a85

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics