06:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 09:33:23, 1317 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იმყოფებოდა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომდევნო დღეებში მეტროსადგურებში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესწავლა მოხდება. 

რაც შეეხება კომპანია „ყვარელრემმშენს“, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული, მომხდარი ფაქტის დეტალებს კი, გამოძიება დაადგენს.

„მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც ამ კონკრეტული მეტროსადგურის, ასევე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ შესწავლა მოხდება, რათა ყველანაირი საფრთხე თავიდან ავიცილოთ. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მეტროსადგურების განახლება, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნულ პროცესში სამშენებლო უსაფრთხოების დაცვას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთება.

„ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელმაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჩაატარა, ტენდერის დროს „შავ სიაში“ არ იმყოფებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომატურად დაიბლოკებოდა და სისტემა ამის საშუალებას არ მისცემდა. კომპანია „შავ სიაში“ 2015 წელს იყო, თუმცა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია 2016 წელს დაუმთავრდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძეც იმყოფებოდა, რომლის განცხადებითაც, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას 06:00 საათიდან განაახლებს.

„ჩამოშლილი კონსტრუქცია მეტროსადგურიდან უკვე გატანილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. განათება აღდგენილია და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მეტროსადგური დილით, 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას. ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საპროექტო სამუშაოების დროს იყო დაშვებული შეცდომა, თუ სამშენებლო სამუშაოების დროს მშენებლის მიერ, ამას ექსპერტიზა დაადგენს“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics