05:44 - 09 May, 2026
|
2018-01-30 14:05:24, 2013 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ ორ ადამიანს ოპერაცია უტარდება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 4 პირიდან, რომლებიც მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადიან, ორს ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს. ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული კიდევ ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)