05:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 13:37:35, 3427 ნახვა

საზოგადოება
მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.

ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს.

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics