05:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 12:05:16, 1830 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ჭერი ჩამოინგრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სადაც დღეს ე.წ. დაკიდული ჭერი ჩამოინგრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.

განახლებული მეტროსადგურის გახსნისას დედაქალაქის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდებოდა.

„ეს არის რიგით მესამე მოდერნიზებული მეტროსადგური, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენ ჩავატარეთ. ამჟამად კიდევ სამი მეტროსადგურის მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ მგზავრთა გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით თანახმად, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები, მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში მეტრო „ვარკეთილში“ სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი განახლდა, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო  მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა  შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ინციდენტის ადგილზე ასევე ქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მივიდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics