05:43 - 09 May, 2026
|
2018-01-30 11:51:40, 1874 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - მატარებლები „300 არაგველამდე“ იმოძრავებენ
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ინციდენტის გამო, მატარებლები დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებენ. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაშია აღნიშნული: „თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში ჩამოვარდა დაკიდული ჭერის კონსტრუქცია. ინციდენტის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი. ადგილზე ოპერატიულად მოხდა სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება.მიმდინარეობს მგზავრების გამოყვანა სადგურიდან. თბილისის მეტრო დროებით იმოძრავებს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)