05:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 21:11:27, 1789 ნახვა

საზოგადოება
მამას, რომელსაც 8 შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი, მშობლის უფლება ერთხელ ჩამოერთვა, თუმცა შემდეგ კვლავ აღუდგინეს

„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სვანეთში მცხოვრებ ამირან დევნოზაშვილს, რომელსაც  8 შვილი წლებია სახლში ჰყავს გამოკეტილი, მშობლის უფლება  ლენტეხის რაიონულმა სასამართლომ ერთხელ უკვე  ჩამოართვა, თუმცა შემდეგ კვლავ აღუდგინა, რის საფუძველზე-უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.

მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით,  გამოძიების პროცესში უწყების ახალი დეპარტამენტიც (ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი) ჩაერთვება.

„ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი.  ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ, დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით დავიწყეთ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი,” - განაცხადა დღეს ნათია მეზვრიშვილმა.

სვანეთში მცხოვრებ ამირან დევნოზაშვილს მისი 8 შვილი- 5 ქალიშვილი და სამი ვაჟი, უკვე წლებია, სახლში ჰყავს გამოკეტილი. 

 ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ, ვინაიდან მამის შეხედულებით, ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან. ამირან დევნოზაშვილს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი გაესაუბრა.

დევნოზაშვილი აღიარებს, რომ ამის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები ჰქონდა. შინაპატიმრობა და განათლების შეზღუდვა კანონით ისჯება, თუმცა, ფაქტია, კონკრეტულად ამ შემთხვევაში არავინ დასჯილა.

მამასთან მოლაპარაკება სცადეს სოციალურმა მუშაკებმაც, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ამირან დევნოზაშვილს  ბავშვების შინაპატიმრობიდან გათავისუფლება მეუფემაც სთხოვა, მაგრამ მანაც მტკიცე უარი მიიღო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics