|
2018-01-29 12:53:54, 1658 ნახვა
საზოგადოება
„რეგიონული განვითარების სამინისტროში ყველა თანამშრომელს დანიშნული აქვს ყოველთვიური დანამატი, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება“
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ყველა თანამშრომელს დანიშნული აქვს ყოველთვიური დანამატი, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის სამსახურის შეფასებით, ყოველთვიური დანამატის დანიშვნა გამართლებული პრაქტიკა არ არის. ანგარიშში ნათქვამია, რომ უწყებაში, 2016 წელს, თანამშრომლებზე „შრომის ანაზღაურების“ მუხლით სულ 11,818,119 ლარის საკასო ხარჯია გაცემული, მათ შორის, 1,909,454 ლარი დანამატი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 16.2%-ს შეადგენს. „საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე წინასწარ მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)