|
2018-01-26 16:53:43, 2313 ნახვა
საზოგადოება
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე განსხვავებულ ფორმატში დამატებით ერთი შეხვედრა გაიმართება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მედიის წარმომადგენლებს დამატებით სხვა ფორმატში შეხვედრასაც სთავაზობს. „გვაქვს დრო 1 თვე დაახლოებით, სანამ გავა საკითხი პლენარულზე განსახილველად, კიდევ შეგვიძლია გავიაროთ კონსულტაციები. ერთი ფორმატი დამატებით დაგვჭირდება, სადაც იქნება წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარეც. ეს იქნება საუკეთესო ფორმატი, რათა ვისმჯელოთ არგუმენტებით, შევაფასოთ პოზიციები“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტოს 21 გვერდიან დოკუმენტში არც ერტთ არგუმენტი არაა წარმოდგენილი: „შეიძლება ბუნებაში არსებობს არგუმენტები, მე არ ვამბობ, რომ თქვენ არ გაქვთ არგუმენტები, ან ჩვენ არ გვაქვს არგუმენტები, მაგრამ ჩვენთან როცა მოდის ვეტო, იქ უნდა იყოს არგუმენტებით გაჯერებული დასკვნა. აქ არც ერთი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი“,-აღნიშნა კობახიძემ. კერძო ტელევიზიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ფიქრობენ, რომ ბაზარზე ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსებული "საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შესვლით, არათანაბარი პირობები შეიქმნება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)