|
2018-01-26 13:14:15, 2268 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ
2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო შემპიონატზე დასასწრებად რუსეთში გამგზავრება უვიზოდ იქნება შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, - ამის შესახებ ინფორმაციას, გულშემატკივრებისთვის შექმნილი საიტი welcome2018.com ავრცელებს. როგორც ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უვიზოდ შემოსვლის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ მიიღო. "კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანაში სპორტული შეჯიბრების დროს, გულშემატკივრებს აქვთ შესაძლებლობა რუსეთში უვიზოდ - მაყურებლის სტატუსით შემოვიდნენ. მატჩებზე დასასწრებად გულშემატკივარს დასჭირდება მხოლოდ მატჩის ბილეთი და მაყურებლის პერსონიფიცირებული ბარათი - „გულშემატკივრის პასპორტი“ (FAN ID). აღსანიშნავია, რომ FAN ID რუსეთში უვიზოდ ჩასვლის უფლებას იძლება და საკმარისია ყველა მატჩზე დასასწრებად“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბარათის აღება შესაძლებელია FIFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერზე და ასევე, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად გახსნილ ფილიალებში. სტადიონზე დაცვა შეამოწმებს როგორც ბილეთებს, ასევე "გულშემატკივრის პასპორტის" არსებობას. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)