|
2018-01-25 20:45:33, 2389 ნახვა
საზოგადოება
აქცია „ყველა ერთისთვის“ დასრულდა
თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია - „ყველა ერთისთვის“ დასრულდა. აქცია მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართა და მასში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ისინი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და „ბახალას“ გათავისუფლებას ითხოვენ, რომელსაც სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ გიორგანაშვილის საქმეში მონაწილე პოლიციელები და უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ისინი ასევე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და გიორგი გიორგანაშვილი შეიწყალოს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)