|
2018-01-25 18:19:44, 3443 ნახვა
საზოგადოება
„ყველა ერთისთვის“ - პარლამენტთან „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია - „ყველა ერთისთვის“ მიმდინარეობს. აქცია მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით იმართება და მასში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და „ბახალას“ გათავისუფლებას ითხოვენ, რომელსაც სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ გიორგანაშვილის საქმეში მონაწილე პოლიციელები და უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ისინი ასევე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და გიორგი გიორგანაშვილი შეიწყალოს. აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)