|
2018-01-25 11:16:59, 1920 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა ბუნებრივი რესურსების რეფორმაზე მუშაობას იწყებს
საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბუნებრივი რესურსების რეფორმის საკითხზეც ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მთავრობა იწყებს მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც წიაღის გამოყენების მიმართ დაბალანსებულ მიდგომას ითვალისწინებს. „ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოსდაცვითი ასპექტების და ასევე, ძალიან ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების. ამ საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით და შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)