|
2018-01-24 13:08:02, 2891 ნახვა
საზოგადოება
გასულ წლებათან შედარებით, „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაზრდილია
გასულ წლებთან შედარებით, „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ, 2017 წელს „რკინიგზა“ სულ 2 680 000 მგზავრს მოემსახურა; აქედან 1 296 000 მგზავრს - მაგისტრალური სარკინიგზო ხაზებით, 1 286 000 - რეგიონული, ხოლო 108 000 - საერთაშორისო მიმართულებით. როგორც „რკინიგზაში“ აცხადებენ, მათთვის მგზავრთა გადაყვანა ყოველთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა. „საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ჩვენი კომპანია ძალისხმევას არ ზოგავს მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, მათი მომსახურების ხარისხის ზრდისა და მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. 2015 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებებით. გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა შემდეგია:
მგზავრთა მომსახურების კუთხითაც რიგი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა, მაგალითად შეძენილ იქნა 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია შტადლერისაგან. მათ ძალიან მალე დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი გახდნენ, არა მარტო ზაფხულის სეზონისათვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატარებლები სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისათვის იქნება განპირობებული, ასევე დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრთა უფლებების დაცვას. ამისათვის, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო რიგი ვალდებულებები ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის N 1371/2007 რეგულაციით გათვალისწინებული მგზავრთა ძირითად უფლებათა და ვალდებულებათა რეალიზაციის წესის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფის და პრეტენზიებზე რეაგირების მექანიზმების რეალიზებაზე. სს „საქართველოს რკინიგზა“ კვლავ აგრძელებს მუშაობას მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციას უახოეს პერიოდში შეიტყობთ. საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)