|
2018-01-24 12:13:36, 2229 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს. როგორც კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განმარტა, მერია სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობას, რათა მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. მისივე თქმით, ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად მოხდება. ”კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქტის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს. თბილისი აუცილებლად იქნება - ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი”, - განაცხადა კახა კალაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)