|
2018-01-20 13:51:18, 2785 ნახვა
საზოგადოება
ჩხრეკის დროს გიორგი ჭანტურიას მამა შეუძლოდ გახდა - იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამა ზურაბ ჭანტურია საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ჭანტურიების სახლში განმეორებითი ჩხრეკის დროს, ზურაბ ჭანტურია შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა მისი უახლოეს საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ზურაბ ჭანტურიას მაღალი წნევა აღენიშნებოდა, რაც ემოციური ფონით იყო გამოწვეული. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)