04:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 11:39:30, 1867 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება ქალებისთვის პრობლემაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 81% ფიქრობს, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობა ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

72% ამბობს, რომ პრობლემაა ადრეული ქორწინება, ასევე 56% მიიჩნევს, რომ ქალებისთვის პრობლემაა არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა, 53% ქალებისთვის პრობლემად ასახელებს საბავშვო ბაღების ნაკლებობას, 53%-ქალების სიმცირეს პოლიტიკაში, 47% ამბობს, რომ ქალისთვის პრობლემაა, როცა მათ მემკვიდრეობით არ აძლევენ ოჯახის ქონებას.36%-ისთვის პრობლემურია ის, რომ ქალებს ხელმძღვანელის პოზიციაზე არ ასაქმებენ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics