|
2018-01-18 11:11:25, 1795 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 31%-სთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 30%-ისთვის კი, არც ერთი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 31%-ისთვის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია "ქართული ოცნებაა", 30% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 12%-მა უარი განაცხადა პასუხზე, 10% ასეტ პარტიად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 5%-ევროპულ საქათველოს,3%-"პატრიოტთა ალიანსს", 5% ამბობს, რომ არ იცის. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)