03:20 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 14:42:44, 1871 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაღებში ღვინის ეტიკეტით შეფუთული რძე შეიტანეს

„მერია, ბაღების მართვის სააგენტო  ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და ჩვენ  მიერ მოხდება ყველა, ნებისმიერი სახის მცირე ზომის გადაცდომაზეც შესაბამისი რეაგირება“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.

მერის მოადგილის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, გეგმიურ მონიტორინგზე, რამდენიმე საბავშვო ბაღში გამოავლინა რძის პროდუქტი, რომელიც ჩამოსხმული იყო განსხვავებული დიზაინის პაკეტში, ხოლო შემდგომ შეფუთული იყო თერმომდგრადი პაკეტით, რომელსაც დატანილი ჰქონდა რძის ეტიკეტი.

აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ იმ დღესვე მიმართა მომწოდებელ კომპანიას ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორების მოთხოვნით.

„ჩვენ მიერ მოხდა ამ კონკრეტული მიმწოდებელი კომპანიისთვის მითითება, რომ გამოსწორებულიყო შესაბამისი ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც ამ კომპანიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იმ ეტაპისთვის ამოწურული იყო შესაფუთი პაკეტების მარაგი და რაოდენობა. გაკეთებული არის შესაბამისი შეკვეთა და უახლოეს პერიოდში მოხდება ამ ხარვეზის გამოსწორება”, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილის განმარტებით, მერიამ უკვე მიმართა შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც აღნიშნულ შეფუთვაში არსებული რძის ხარისხს შეამოწმებს.

„უახლოეს დღეეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას ამ კომპანიასთან, თუ იქნება პასუხი, რომ ეს არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ამ კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დღეს დილით შეამოწმა კომპანია „მილკო“ და შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ პაკეტის შიგთავსი, რომელშიც რძე არის ჩამოსხმული, არის უსაფრთხო, ერთჯერადი მოხმარების, საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი.

„ეს არ იყო ღვინის პაკეტი, ეს არის ჩვეულებრივი პაკეტი, რომელზეც მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით, თუმცა შემადგენლობით სრულიად უსაფრთხოა“ - განმარტა მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანმა საბავშვო ბაღების მენიუზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შემცირებულია არა საკვების ოდენობა, არამედ კალორაჟი. მისივე თქმით, მენიუს ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით და ემყარება ექსპერტულ შეფასებებს.

„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობა არის შეცვლილი. მენიუში ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მენიუ არ არის ბაღების მართვის სააგენტოს ან მერიის რომელიმე თანამშრომლის მიერ შედგენილი, ეს არის შესაბამისი ექსპერტების მიერ შედგენილი მენიუ“ - განაცხადა ბენდელიანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics