03:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 13:54:40, 1856 ნახვა

საზოგადოება
კალაძე გლდანის სარაგბო კომპლექსზე: კომპანიამ შენიშვნები მიიღო და სამუშაოების განხორციელება დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში მდებარე რაგბის კომპლექსში, ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.  

კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

„როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ სპორტული კომპლექსის პროექტი „საბა კონსტრაქშენმა“ განახორციელა. აშკარად, თვალითაც ჩანდა, რომ არსებობდა პრობლემები, თუმცა კომპანიამ შენიშვნები მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო. მთლიანად მოიხსნება მინდვრის საფარი და ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, გასახდელები, საპირფარეშოები - ყველაფერი იქნება აღდგენილი და გამოსწორებული. მერია არანაირ თანხას არ იხდის ამ კონკრეტულ სამუშაოებში. კომპანია თავის თავზე იღებს ყველა გამოსასწორებელ ხარვეზს, რომელიც  ჩვენ  აქ ვიხილეთ და ამ სამუშაოებს თვითონვე ასრულებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა გახდა კომპლექსის ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზეზი.

კახა კალაძე  რაგბის კომპლექსში არსებული მდგომარეობას ერთი კვირის წინ გაეცნო, გაწეული სამუშაოები უარყოფითად შეაფასა და შესაბამის სამსახურებს მშენებელ კომპანიასთან დროული კომუნიკაცია და ხარვეზების აღმოფხვრა დაავალა. შპს „საბა კონსტრაქშენმა“ ხარვეზების გამოსწორება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი.

სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა  შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა.

სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics