03:01 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 11:08:28, 1674 ნახვა

საზოგადოება
NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას 72%, ნატო-ში 64%, ევრაზიულ კავშირში კი, 29% უჭერს მხარს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ევროკავშირსა და ნატოს მიმართ მხარდაჭერა კვლავ მყარია.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 72% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, გამოკითხულთა 30% კი წინააღმდეგია, 7%-ს კი პოზიცია არ აქვს.

ნატო-ში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 64% უჭერს, 26% კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას  ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება შეკითხვას - საქართველოს უნდა გაწევრიანდეს თუ არა ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ, გამოკითხულთა 29%-მა განაცხადა, რომ უნდა გაწევრიანდეს.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას მხარს უფრო მეტად ახალგაზრდები უჭერენ.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი  წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics