02:23 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 14:03:31, 1773 ნახვა

საზოგადოება
ილია ელოშვილმა №181 ბაღის აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი  თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად სამგორის რაიონში, №181 ბაგა-ბაღში იმყოფებდა, სადაც  სააღმზრდელო პროცესი, ზამთრის არდადეგების შედეგ,   დღეს განახლდა.  

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილემ ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერა, თანამშრომლებს შეხვდა და აღსაზრდელებს  სააღმზრდელო წლის განახლება მიულოცა. 

ილია ელოშვილის თქმით, თბილისში არსებული  საბავშვო ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. 

„ვულოცავ  საბავშვო ბაგა-ბაღების ყველა პატარასა და აღმზრდელს  სააღმზრდელო წლის განახლებას  და ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ წელს.  ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში.  მისი პირველადი განათლება დიდწილადაა  დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობებში უწევს მას ბაღში ყოფნა.  ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ  ბავშვებსაც და  მასწავლებლებსაც ჰქონდეთ ძალიან  კომფორტული პირობები.  მინდა განვაცხადო, რომ ბაგა-ბაღებს დღეს არანაირი შეფერხება არა აქვთ, მათ შორის კვების მიწოდების კუთხითაც   და არც ექნებათ. სასწავლო პროცესის განახლებას ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი სრულად მომზადებული ხვდება“- განაცხადა ილია ელოშვილმა.

ზამთრის არდადეგები ბაგა-ბაღებში 2017 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვარს დასრულდა. სააღმზრდელო  პროცესი თბილისში არსებულ  171-ვე  საჯარო  ბაგა-ბაღში დღეს განახლდა.

აღნიშნული ბაგა-ბაღები სკოლამდელი განათლებით  61 000 აღსაზრდელს უზრუნველყოფენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics