02:23 - 09 May, 2026
|
2018-01-14 14:06:07, 2159 ნახვა
საზოგადოება
დედოფლისწყაროში მაგისტრალური არხისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან. ფერდებზე ეწყობა მონოლითური არმირებული ბეტონი. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს. მაგისტრალური არხისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2 სოფლის 1,183 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მიმდინარე სამუშაოები 2018 წლის ივლისში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)