|
2018-01-12 13:23:13, 2698 ნახვა
საზოგადოება
ფრანგული საბავშვო რძის პროდუქტი, რომელიც სალმონელას შეიცავს, შესაძლოა, საქართველოშიც იყიდებოდეს
საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, Lactalis-ის რძის ფხვნილით, 35 ჩვილი მოიწამლა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული რძის ფხვნილი სალმონელას ბაქტერიითაა ინფიცირებული. მედიის ცნობით, საფრანგეთმა ვაჭრობიდან ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ამოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა. ამის შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა გასცა. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, მხოლოდ დეკემბრის თვის განმავლობაში, გაყიდვიდან 11 ტონა რძის ფხვნილი უნდა ამოეღოთ, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა მაღაზიებში, მათ შორის "კარფურში" სულ მცირე 2,500 ყუთი გაიყიდა. თავის მხრივ რძის კონცერნმა (Lactalis) სალმონელას ბაქტერიით ინფიცირებული რძის გამო საჯარო ბოდიში უკვე მოიხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირებული ფრანგული რძის პროდუქტების ექსპორტირება ხდებოდა, საქართველოც არის. საფრანგეთში რძის ნაწარმისგან დაზარალებულების ასოციაციის ხელმძღვანელის კვენტინ გიიემანის განცხადებით, კომპანია თავისი პროდუქციის ექსპორტს სულ 65 ქვეყანაში აწარმოებს. "უნდა გვახსოვდეს, რომ კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდებს პროდუქციის ექსპორტირებას. საუბარია 65 ქვეყანაზე, ამიტომ გაუგებარია, თუ სად შეიძლება იყოს ინფიცირებული რძის ფხვნილი. საუბარია ათობით მილიონ ყუთზე. ამიტომ, განსაკუთრებით მინდა მივმართა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან Lactalis-ის სკანდალის შესახებ: ნუ აძლევთ ამ რძეს თქვენს შვილებს...ის სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის", - აღნიშნა გიიემანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)