|
2018-01-10 12:59:28, 2070 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია გარდაიცვალა
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ „პირველ არხს“ მისმა ახლობლებმა აცნობეს. გიორგი ჭანტურია 1957 წელს დაიბადა. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში; 1992-1993 წლებში ასრულებდა საგანგებო დიპლომატიურ მისიას აზერბაიჯანში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ისრაელში; 1993 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში; 1994-1996 წლებში – საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 1996 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი. ბოლო პერიოდში, გიორგი ჭანტურია აზერბაიჯანში მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)