01:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 11:09:34, 1899 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების არსებული ფორმა გადაიხედება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმისა და მისი ფუნქციების გადახედვა მოხდეს.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით, პრობლემები არსებობს.

„მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 28 მილიონი ლარი იხარჯება, რაც მგონია, რომ ეფექტური არ არის.  პრობლემები გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს. ამიტომ, ბატონ ილია ელოშვილს მინდა დავავალო, რომ მოხდეს ამ ინსტიტუციისა და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება, რათა განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სისტემის არსებული ფორმის ახლებურად ჩამოყალიბება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

„რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, ძალიან ბევრ სასიკეთო  და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics